კონტრაფაქციასთან ბრძოლა ცემენტის წარმოების სექტორში

    

მიმდინარე წლის ივნისის თვეში MGT-სა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით გამოვლინდა და ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდა ქ. რუსთავში მდებარე ცემენტის მწარმოებელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევით აწარმოებდნენ ტომრებში დაფასოებულ ცემენტს.  სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის აღკვეთის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული პროცედურების შედეგად აღმოჩენილ და დაპატიმრებულ იქნა ცემენტის დაფასოებისათვის გამზადებული ათასობით ტომარა, რომლებზეც უკანონოდ იყო გამოყენებული შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ დაცული სასაქონლო ნიშნების იდენტური და მსგავსი ნიშნები. დარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.