MGT გთავაზობთ ნებისმიერი სახის მომსახურებას საპატენტო სფეროში, მათ შორის დაკავშირებულს საპატენტო განაცხადების მომზადებასთან, საპატენტო საქმისწარმოებასთან, კონსულტაციასთან, ლიცენზირებასთან, ხელშეკრულებების მომზადებასთან, საპატენტო უწყებასა და სასამართლოში წარმომადგენლობასთან. ჩვენი პროფესიონალების გუნდი შედგება ტექნიკის სხვადასხვა დარგში  ხარისხის მქონე პატენტრწმუნებულებისა და პატენტების სპეციალისტებისგან. ჩვენ ვფლობთ შესაბამის კომპეტენციას ბიოლოგიის, ქიმიის, ფარმაცევტიკის, მექანიკის და ელექტრონიკის დარგებში.