საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტ სივრცეში

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ დაიწყეს მუშაობა კანონპროექტზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“. დღეისათვის, ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. აღნიშნული კანონპროექტით,  საავტორო უფლების მფლობელი შეძლებს საკუთარი უფლებების დაცვას მოსთხოვოს არა მხოლოდ კონტენტის გამავრცელებელს, არამედ ამჟამად, პროვაიდერებს უკანონო კონტენტის ამოღების (დაბლოკვის) უფლება არ გააჩნიათ, ხოლო კანონის ამოქმედების შემდეგ, ისინი შეძლებენ საავტორო უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გარეშე, დაბლოკონ ვებ-გვერდზე ნებართვის გარეშე გავრცელებული მასალა. თუ პროვაიდერი გადაწყვეტს მასალის დატოვებას, უფლების მფლობელი შეძლებს სამოქალაქო დავის წარმოება დაიწყოს როგორც უშუალოდ დამრღვევის, ისე სერვის პროვაიდერის წინააღმდეგ.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში გაანალიზებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება. ჩატარდა ვიდეო-კონფერენცია საავტორო უფლებების სფეროში მოღვაწე უცხოელ ექსპერტებთანაც.

საქართველოსა და ევროკავშს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის ეფექტური სისტემის შემუშავება საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ კანონზე მუშაობა რამდენიმე თვეში დასრულდება, მისი ძალაში შესვლა კი 2018 წლის დასაწყისიდან იგეგმება.