საბაჟო სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნა 40,000 ბოთლზე მეტი ჭურჭლის სარეცხი კონტრაფაქციული საშუალება

2021 წლის თებერვლის თვეში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეაჩერა ფართოდ ცნობილი საერთაშორისო მწარმოებლის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 40,000 ბოთლზე მეტი ჭურჭლის სარეცხი კონტრაფაქციული საშუალება, რომლის იმპორტირებაც ხორციელდებოდა თურქეთიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ნიშნის მფლობელსა და იმპორტიორს შორის ვერ შედგა შეთანხმება კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე, ნიშნის მფლობელმა მიმართა სასამართლოს კონტრაფაქციული საქონლის განადგურების მოთხოვნით. საქმეს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო და უფლების მფლობელს აქვს მოლოდინი, რომ არ იქნება დაშვებული კონტრაფაქციული საქონელის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის დაექვემდებარება განადგურებას.