დიდი რაოდენობით კონტრაფაქციული სამკაულების საბაჟო შეჩერება

canvas

2019 წლის დეკემბრის თვეში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეაჩერა საიუველირო ნაწარმის ფართოდ ცნობილი მწარმოებლის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 4 კილოგრამამდე კონტრაფაქციული ვერცხლის სამკაული, რომლის იმპორტირებაც ხორციელდებოდა თურქეთიდან.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში ხსენებული შეჩერება გახლავთ მეხუთე შემთხვევა კონტრაფაქციული ძვირფასი სამკაულების იმპორტირების აღკვეთისა შემოსავლების სამსახურის მიერ. როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ამჯერადაც შედგა შეთანხმება ნიშნის მფლობელსა და იმპორტიორს შორის კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე.