ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია



MGT არის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის წამყვანი იურიდიული კომპანია საქართველოში. ჩვენმა საპატიო პარტნიორმა წინამორბედმა ბატონმა ალექსანდრე მიქაძემ, ათწლეულების წინ, ჯერ კიდე 1992 წელს, როდესაც საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ სისტემას, დაიწყო თავისი საქმიანობა სამრეწველო საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევით. უფრო მეტიც, ინტელექტუალური საკუთრების სფეროსთან ჩვენი კავშირი სათავეს იღებს 1968 წლიდან, როდესაც ბატონმა ალექსანდრე მიქაძემ დაიწყო თავისი საქმიანობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პატენტებისა და ლიცენზიების დეპარტამენტის უფროსად. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, თანდათან, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ნამდვილად იქცა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგში, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა-განხორციელების მიმართულებით არსებული პროგრესი ამის საუკეთესო დასტურია. ჩვენი მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიზანმიმართულად ვმუშაობდით, რომ ჩვენი კომპანია გვექცია კიდევ უფრო სანდო პარტნიორად არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური კომპანიებისთვისაც და ჩვენი პარტნიორი იურიდიული ფირმებისთვის.

ჩვენი გამოცდილებისა და წარმატებების საფუძველზე თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ იმ მომსახურებაზე, რომელსაც გთავაზობთ ჩვენი კომპანია. ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდის წევრები საქართველოს საპატენტო უწყებაში (საქპატენტი) მუშაობდნენ სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე და ჩართულნი იყვნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ისინი მონაწილეობდნენ ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების მომზადებაში. ჩვენი თანამშრომლების ნაწილი იყო იმ სამთავრობო კომიტეტის წევრი, რომელიც მუშაობდა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებისა“ და ახალი სამეზობლო პოლიტიკის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის სამუშაო ჯგუფისა, რომელიც ჩართული იყო მოსამზადებელ მოლაპარაკებებში, რაც უკავშირდებოდა ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ დადებას. ჩვენი გუნდის წევრები დახმარებას უწევდნენ ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (UNDP) და მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტში, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელების გაუმჯობესების, მეკობრეობასა და კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. მეორე მხრივ, საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა-განხორციელების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შედეგად, MGT როგორც მრავალი უცხოური და ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი, აქტიურად არის ჩართული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების პროცესში საქართველოს საზღვარსა და შიდა ბაზარზე.


პრაქტიკა



ჩვენი გთავაზობთ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის, საქპატენტში სარეგისტრაციო მომსახურებას, სასაქონლო ნიშნებისა და საპატენტო ძიებას, აპელაციებთან დაკავშირებულ მომსახურებას, სასაქონლო ნიშნებისა და დიზაინების საბაჟო რეგისტრაციას, ლიცენზირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, წარმომადგენლობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე.