გამოქვეყნდა დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო

desgin_guideline cover (Geo)R

2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპტენტმა“ გამოაქვეყნა დიზაინის ეროვნულ და საერთაშორისო განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების სახელმძღვანელო.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი იურიდიული კომპანიის პარტნიორი, გიორგი თაქთაქიშვილი, ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტი, რომელმაც შეიმუშავა სახელმძღვანელო და ჰქონდა შესაძლებლობა, ეთანამშრომლა ევროპის ინტელქტუალური საკუთრების უწყებისა (EUIPO) და საქპატენტის პროფესიონალებთან.

  • სახელმძღვანელო შემუშავებულია EUIPO-ს დიზაინის სახელმძღვანელოს საფუძველზე.
  • სახელმძღვანელო კონცენტრირებულია ექსპერტიზის ერთგვაროვანი სტანდარტების განვითარებასა და შემუშავებაზე, ორიენტირებულია ევროპული და ქართული პრაქტიკის დაახლოებაზე, რამაც უნდა შეიტანოს მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა ექსპერტიზის პროცედურაში, დაზოგოს განმცხადებლების დრო და რესურსები.
  • სახელმძღვანელოში ჩართულია ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელის (EUIPN) დიზაინებთან დაკავშირებული საერთო პრაქტიკის დოკუმენტები (CP6 და CP10), რომლებიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს დიზაინის რეგისტრაციის პროცედურების თანმიმდევრულობა და პროგნოზირებადობა.
MGT