საქართველოში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი

image3_05.07.2021 image2_05.07.2021 image1_05.05.2021

ღონისძიება  საქპატენტისა  და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP)  ფარგლებში, მ.წ. 14-15 ივნისს ჩატარდა წინანდალში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსამართლეები, შემოსავლების სამსახურის, მათ შორის საბაჟო დეპარტამენტის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდა სემინარები, სადაც განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით არსებულ სიახლეები და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა  კონტრაფაქციასთან ბრძოლის გლობალურ მიდგომებზე და  ციფრულ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმარულებით არსებულ პრობლემებზე. ღონისძიებაზე მომხსენებლად წარმოდგენილები იყვნენ ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი და ადვოკატი გიორგი ცატავა.

ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ცნობილი სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციული და ორიგინალი ნიმუშების გამოფენა, სადაც სასაქონლო ნიშნების მფლობელებმა და მათმა წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს კონკრეტული პროდუქციის ის  ვიზუალური მახასიათებლები გააცნეს, რომლითაც პროდუქტის ავთენტურობა დგინდება. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენი კომპანია წარმოადგენდა რამდენიმე ნიშნის მფლობელს, რომელთა სახელით, ასევე, გაკეთდა პრეზენტაციები ფორუმის დამსწრეთათვის.

MGT