2021 წლის სექტემბრის თვეში საბაჟო სამსახურების მიერ მოხდა უპრეცედენტო რაოდენობის კონტრაფაქციული საქონლის შეჩერება

IMG_20211005_1e IMG_20211005_2e IMG_20211005_3e IMG_20211005_4e

2021 წლის სექტემბერში საქართველოს საბაჟო სამსახურების მიერ განხორციელდა ჩვენი კომპანიის სხვადასხვა კლიენტების სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული უპრეცედენტო რაოდენობის კონტრაფაქციული საქონლის შეჩერება. ჯამში საბაჟო სამსახურების მიერ განხორციელდა 69 შეჩერება, რომლის ფარგლებშიც ამოღებულ იქნა 18,282 ერთეული კონტრაფაქციული პროდუქცია. აღნიშნული 69 შეჩერებიდან, 68 შემთხვევაში ჩვენი კომპანიის ადვოკატებმა უკვე მოახერხეს კონტრაფაქციული საქონლის იმპორტიორებთან განადგურების შესახებ შეთანხმებების გაფორმება და მხოლოდ ერთი საქმე გადაეცა სასამართლოს განსახილველად. კონტრაფაქციული საქონელი უმოკლეს ვადებში განადგურდება შემოსავლების სამსახურის ზედამხედველობით.