საბაჟო სამსახურის მიერ შეჩერებულ იქნა დიდი რაოდენობით კონტრაფაქციული სპორტული ფეხსაცმელი

image_25.12.2020

2020 წლის ნოემბრის თვეში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეაჩერა ფართოდ ცნობილი საერთაშორისო მწარმოებლის სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული 9,691 წყვილი კონტრაფაქციული სპორტული ფეხსაცმელი, რომლის იმპორტირებაც ხორციელდებოდა თურქეთიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ნიშნის მფლობელებსა და იმპორტიორს შორის ვერ შედგა შეთანხმება კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე, ნიშნის მფლობელმა მიმართა სასამართლოს კონტრაფაქციული საქონლის განადგურების მოთხოვნით.