სასაქონლო ნიშნის განაცხადის წარდგენამდე ძიების ჩატარება საუკეთესო საშუალებაა თავი აარიდოთ ზედმეტ რისკებსა და ხარჯებს. ჩვენი სასაქონლო ნიშნების სპეციალისტები ატარებენ ძიებას რეგისტრირებულ და სარეგისტრაციოდ შეტანილ:
  • ქართულ, ლათინურ და კირილიცას ანბანზე შესრულებულ სიტყვიერნიშნებზე
  • გამოსახულებით ნიშნებზე
  • კომბინირებულ ნიშნებზე
  • სამგანზომილებიან ნიშნებზე
  ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სახის ძიებას:
  • ძიება იდენტურობაზე - ძიება უზრუნველყოფს იდენტურ სასაქონლო ნიშნებზე ინფორმაციის მოპოვებას
  • ძიება მსგავსებაზე (სრული ძიება) - ძიება უზრუნველყოფს მსგავს, აღრევამდე მსგავს და იდენტურ ნიშნებზე ინფორმაციის მოპოვებას
  • სასაქონლო ნიშნების ძიება მფლობელის მიხედვით - კონკრეტული მფლობელის სასაქონლო ნიშნების პორტფოლიოს დადგენა