ბაზარზე დიდი რაოდენობით კონტრაფაქციული საქონლის აღმოჩენის კიდევ ერთი ფაქტი

DSC_3409_1_400x - Copy

2020 წლის იანვარში, ჩვენი იურიდიული კომპანიის მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში არსებული მობილური ტელეფონების აქსესუარების მაღაზიათა ქსელში განახორციელა ადმინისტრაციული პროცედურები კონტრაფაქციული საქონლის ამოღების მიზნით, რის შედეგადაც აღმოჩენილ და დალუქულ იქნა მობილური ტელეფონების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული 4,000 ერთეულამდე კონტრაფაქციული ტელეფონის დამცავი შალითა (ე.წ. ქავერი).

აღმოჩენილი კონტრაფაქციული საქონლის დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რაც კვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

MGT