კონტრაფაქციასთან ბრძოლის ზომებსა და სასაზღვრო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ტრენინგი

2022 წლის 24 და 26 ოქტომბერს, შესაბამისად, თბილისში და ბათუმში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაიმართა კონტრაფაქციასთან ბრძოლის ზომებსა და სასაზღვრო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ტრენინგი, რომელიც ორგანიზებულ იქნა ანტი-კონტრაფაქციულ ორგანიზაციის React და სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლობით. ღონისძიების მიზანი იყო კონტრაფაქციულ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო დეპარტამენტისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება და კონტრაფაქციულსა და ორიგინალ საქონელს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნების გაცნობა. ჩვენი კომპანია, როგორც სააქართველოში React-ის პარტნიორი, აქტიურად იყო ჩართული ტრენინგის პროცესში და მას წარმოადგენდნენ გიორგი თაქთაქიშვილი და თამარ გეგეჭკორი.

MGT