საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეჩერებულ იქნა 6,456 წყვილი ბრენდირებული კონტრაფაქციული ოთახის ფეხსაცმელი

IMG_1768R

2021 წლის მაისის თვეში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეაჩერა სხვადასხვა ფართოდ ცნობილი საერთაშორისო კომპანიების სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული 6,456 წყვილი კონტრაფაქციული ოთახის ფეხსაცმელი, რომლის იმპორტირებაც ხორციელდებოდა აზერბაიჯანიდან. ნიშნის მფლობელებსა და იმპორტიორს შორის შედგა შეთანხმება კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე. კონტრაფაქციული საქონელი უახლოეს მომავალში განადგურებულ იქნება შემოსავლების სამსახურის ზედამხედველობით.

MGT