2020 წლის ოქტომბრის თვეში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა შეაჩერა ფართოდ ცნობილი საერთაშორისო მწარმოებლების სასაქონლო ნიშნებით ნიშანდებული 1,260 წყვილი კონტრაფაქციული წინდა, რომლის იმპორტირებაც ხორციელდებოდა ჩინეთიდან. ნიშნის მფლობელებსა და იმპორტიორს შორის შედგა შეთანხმება კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე. კონტრაფაქციული საქონელი განადგურებულ იქნა მ.წ. 03 ნოემბერს.