MGT წარმოადგენს თავის კლიენტებს პატენტების, სასაქონლო ნიშნების, დიზაინებისა და საავტორო უფლებების სალიცენზიო და უფლებათა გადაცემის ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. ჩვენ გთავაზობთ სალიცენზიო, სადისტრიბუციო და ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების მომზადებას და მათ რეგისტრაციას. ჩვენი გუნდი, ასევე, მონაწილეობს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ნორმების მომზადებაში კომპანიების გაერთიანებისა და მიერთების შემთხვევაში. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს კლიენტებს ქონებრივი საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში, საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამოყენების უფლების მოპოვების მიზნით.

MGT