საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ MGT-ის მმართველი პარტნიორები გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკოლოზ გოგილიძე. შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში სასაქონლო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით, არსებული სიტუაციის და სიახლეების შესახებ, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ინფორმირება.
კონკრეტულად, ჩვენმა მმართველმა პარტნიორებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია სასაქონლო ნიშნების მსგავსების შეფასებისას, ქართული სასამართლოების პრაქტიკის შესახებ და განიხილეს ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, ასოციაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის პოტენციური გზები.