დღეიდან ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმება.
შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული, მათი ევროპული პატენტების ვალიდაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) წევრი ქვეყანა. ვალიდირებულ ევროპულ პატენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ექნებათ იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულ პატენტებს.
საქართველოში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ევროპული ან საერთაშორისო განაცხადის ვალიდაციის მოთხოვნა, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შეიტანება ამ თარიღის შემდეგ.