MGT „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მე-7 კონფერენციაზე

2023 წლის 24 ივლისს, ქალაქ ბათუმში, დაიწყო მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ.

კონფერენციას ესწრება, ასზე მეტი დელეგატი, მათ შორის არიან საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლები, ასევე დელეგატები ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა WIPO, EUIPO, EUROPOL, USPTO და კონტრაფაქციის საწინააღმდეგო ქსელი – REACT. კონფერენციის განმავლობაში სტუმრები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ჩვენი კომპანია, ასევე მონაწილეობს კონფერენციაში და მას წარმოადგენს მმართველი პარტნიორი გიორგი თაქთაქიშვილი.

კონფერენცია დასრულდება ხვალ.

MGT