საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ

 Image_2019-07-20_1 Image_2019-07-20_2
2019 წლის 18-19 ივლისს, ქ. ბათუმში გაიმართა რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. კონფერენცია ჩატარდა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით.

ღონისძიებას ასზე მეტი დელეგატი დაესწრო. საქართველოს სახელმწიფო და კერძო უწყებების გარდა, კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ BASCAP-ის (ბიზნეს აქტივობები კონტრაფაქციის და მეკობრეობის წინააღმდეგ), აშშ-ს პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყების, აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის, React-ის (ანტი-კონტრაფაქციული ქსელი) და INTA-ს (სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ორგანიზაცია) წარმომადგენლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს კალიფორნიის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა დევიდ კარტერმა და მინესოტას საოლქო სასამართლოს მაგისტრატმა მოსამართლემ, ქალბატონმა რებეკა თორსონმა.

ჩვენი კომაპნია ყოველწლიურად, აქტიურად მონაწილეობს ამ კონფერენციაში, რაც გამოიხატება ღონისძიების თანასპონსორობით და უცხოური ორგანიზაციების / კომპანიების კონფერენციაზე წარმოდგენით.