COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, მ.წ. 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ძალაში იქნება მ.წ. 21 აპრილამდე. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ზოგიერთი უფლება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ნუსხაშია ადმინისტრაციული წარმოების და საჯარო ინფორმაციის გაცემის განსხვავებული წესები. კერძოდ, ჩერდება კანონდმებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. ამავდროულად, ჩერდება საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები.