გაიმართა INTA-სა და საქპატენტის მეორე ერთობლივი ვირტუალური შეხვედრა

Post_16.03.22_INTA_R

2022 წლის 15 მარტს „სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის“ (INTA) ანტი-კონტრაფაქციული კომიტეტისა და საქპატენტის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკასთან დაკავშირებული დიალოგის მეორე რაუნდი, რომელიც მიეძღვნა ონლაინ კონტრაფაქციის თემას. შეხვედრა გაიმართა დისტანციურად და მასში მონაწილეობდნენ INTA-ს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ონლაინ სავაჭრო პლატფორმები, საქპატენტის წარმომადგენლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, შემოსავლების სამსახური და კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

შეხვედრა გაიხსნა ნინო ჩიქოვანის (საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე) და ვალენტინა სალმოირაგის (INTA-ს უფროსი მრჩეველი კონტრაფაქციასთან დაკავშირებით) მისასალმებელი სიტყვით, რის შემდგომაც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოში ონლაინ კონტრაფაქციასთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელთა მონაწილეებმა, მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმისა და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებმა, განიხილეს საკითხები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ონლაინ კონტრაფაქციასთან დაკავშირებული პრობლემები საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით და რა სახის მექანიზმები და პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებს.

ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკასთან დაკავშირებული დიალოგის მეორე რაუნდი გაგრძელებაა საქპატენტსა და INTA-ს ანტი-კონტრაფაქციულ კომიტეტს შორის არსებული წარმატებული და პროდუქტიული თანამშრომლობისა, რომელსაც სათავე დაედო 2020 წლის მაისში, როდესაც გაიმართა პირველი დისტანციური შეხვედრა თემაზე „კონტრაფაქცია კოვიდ-19-ის პირობებში“.

MGT