შეთანხმება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ



2010 წლის 29 ივლისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ. შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები დაცვას მიიღებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში და პირიქით. შეთანხმება წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს გეოგრაფიული აღნიშვნების გაყალბებისა და უფლებების დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად.

აღმოსავლეთ პარტნიორობა



2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის მიზნით, მოახდინა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ინიცირება საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვასა და უკრაინაში. აღმოსავლეთ პარტნიორობა ითვალისწინებს უფრო ძლიერ პოლიტიკურ ჩართულობას ევროკავშირთან, კერძოდ ასოცირების შეთანხმებების ახალი თაობის და ევროკავშირის ეკონომიკაში შორსმიმავალი ინტეგრაციის პერსპექტივას ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ევროკავშირის ეკონომიკაში ეტაპობრივ ინტეგრაციასა და ევროკავშირში ეტაპობრივი ვიზალიბერალიზაციის გზით გამარტივებულ მოგზაურობას, რასაც თან ახლავს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

MGT