MGT არის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს საპატენტო უწყებაში (საქპატენტი) სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადების მიხედვით. ამჟამად, კომპანიას წარმოებაში აქვს და ადმინისტრირებას უწევს დაახლოებით სამი ათასი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას. ჩვენი კლიენტები განეკუთვნებიან ბიზნესის სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა საბანკო, ფარმაცევტული, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, სატრანსპორტო საშუალებების, ავტო ნაწილების, სათამაშოების და ა.შ სფეროები. სასაქონლო ნიშნებზე მომუშავე ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია ამ სფეროში ყოველმხრივი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

  • სასაქონლო ნიშნების ძიება
  • განაცხადების მომზადება, შეტანა და შემდგომი საქმისწარმოება
  • საპატენტო უწყებასთან (საქპატენტი) მიმოწერის წარმოება
  • სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია, რეგისტრაციის განახლება და ძალაში შენარჩუნება
  • ადმინისტრაციული პროცედურები, ლიცენზირებისა და მესაკუთრის შეცვლის ფაქტის რეგისტრაციის ჩათვლით
  • სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე ურყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება და, აგრთვე, მესამე პირების მიმართ რეგისტრაციის შესახებ გამოტანილი დადებით გადაწყვეტილებაზე შედავება
  • სასაქონლო ნიშნების საბაჟოზე რეგისტრაცია

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია საბაჟო დეპარტამენტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში იქცა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად სასაქონლო ნიშნების მფლობელების უფლებების დასაცავად კონტრაფაქციული საქონლისაგან. სასაქონლო ნიშნების მფლობელების მიმართვის საფუძველზე, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილ ობიექტებზე საბაჟო კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. რეესტრში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს ეფექტური ზომები კონტრაფაქციული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის წინააღმდეგ. ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნების საბაჟო რეესტრში რეგისტრაციასა და ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არამედ პოსტ-სარეგისტრაციო მოქმედებებთან დაკავშირებითაც, რაც მოიცავს საბაჟო დეპარტამენტთან კომუნიკაციას, შეჩერებული საქონლის ინსპექტირებას, იმპორტიორთან მოლაპარაკებას, კონტრაფაქციული საქონლის განადგურებაზე შეთანხმების შედგენასა და გაფორმებას, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანას,  კონტრაფაქციული საქონლის განადგურების უზრუნველოყოფას.

MGT