საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის ევროპის საპატენტო კონვენციასთან და ევროპის ქვეყნების შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით იგეგმება საპატენტო ექსპერტიზის პროცედურული და არსობრივი ცვლილებები.
დაგეგმილი ცვლილებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონის მე-12 მუხლში შესატანი ცვლილება, რომელსაც ემატება ორი დამატებითი პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ტექნიკის დონით ცნობილი ნივთიერება ან კომპოზიცია, რომელიც განკუთვნილია ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ ან დიაგნოსტიკურ მეთოდებში გამოსაყენებლად, შესაძლებელია , თუ აღნიშნული გამოყენება, ან მათ სპეციფიკური გამოყენება ამ მეთოდებში არ არის ცნობილი ტექნიკის დონით. ასევე აღსანიშნავია ის, რომ მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფორმულირება შეიცვალა იმ მოსაზრებით, რომ ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიული ან თერაპიული ხერხები, ასევე დიაგნოსტიკური ხერხები, რომლებიც არ ტარდება ადამიანის ორგანიზმში შეიძლება იყოს პატენტუნარიანი და შესაბამისად, შესაძლებელია მათზე გაიცეს პატენტი.
კანონპროექტის მიხედვით, კანონს, აგრეთვე, დაემატება ახალი თავი პატენტრწმუნებულის შესახებ. აღნიშნული თავის მიხედვით არარეზიდენტი განმცხადებლებისათვის საქპატენტთან ურთიერთობაში სავალდებულო იქნება რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის დანიშვნა.