სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია

ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, MGT-ის გუნდის წევრების აქტიური მონაწილეობით შექმნილი სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა. MGT-ის თანამშრომლები, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კოლეგებთან EUIPO-დან და საქპატენტიდან და თითქმის ორი წელი დაუთმეს ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობას.

სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. შექმნილია რა EUIPO-ს სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს შესაბამისად და იმავე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ის წარმოადგენს მძლავრ ინსტრუმენტს გამჭვირვალობის ხელშესაწყობად და პროგნოზირებადობის ხარისხის გასაზრდელად, როგორც სასაქონლო ნიშნის განმცხადებლების, ასევე საქპატენტის სასაქონლო ნიშნის ექსპერტების სასარგებლოდ.

გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამშრომლებს, EUIPO-ს, EUGIPP-ის გუნდს და იმ კოლეგებს საქპატენტიდან, ვინც მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში.
სახელმძღვანელოს ქართული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
https://lnkd.in/dsA2ANj4

MGT