Uncategorized

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ MGT-ის მმართველი პარტნიორები გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკოლოზ გოგილიძე. შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში სასაქონლო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით, არსებული სიტუაციის და სიახლეების შესახებ, ადვოკატთა ასოციაციის წევრების ინფორმირება.

კონკრეტულად, ჩვენმა მმართველმა პარტნიორებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია სასაქონლო ნიშნების მსგავსების შეფასებისას, ქართული სასამართლოების პრაქტიკის შესახებ და განიხილეს ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ასოციაციის წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ, როგორც საზღვარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის პოტენციური გზები.

ნოემბერი 21, 2023

ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ MGT-ის მმართველი პარტნიორები გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკოლოზ გოგილიძე. შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში სასაქონლო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების […]
ოქტომბერი 18, 2023

სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია

ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, MGT-ის გუნდის წევრების აქტიური მონაწილეობით შექმნილი სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა. MGT-ის თანამშრომლები, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კოლეგებთან EUIPO-დან და […]
ივლისი 24, 2023

MGT „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მე-7 კონფერენციაზე

2023 წლის 24 ივლისს, ქალაქ ბათუმში, დაიწყო მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და […]
ივნისი 5, 2023

საქართველოს საპატენტო კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაშია

მოცემული ცვლილებებით, შესრულდა საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების (ვალიდაციის შეთანხმება) ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ვალდებულები. ცვლილებების თანახმად, განმცხადებლებს შესაძლებლობა […]
MGT