Gocha Janelidze

    

მიმდინარე წლის ივნისის თვეში MGT-სა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით გამოვლინდა და ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდა ქ. რუსთავში მდებარე ცემენტის მწარმოებელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევით აწარმოებდნენ ტომრებში დაფასოებულ ცემენტს.  სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის აღკვეთის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული პროცედურების შედეგად აღმოჩენილ და დაპატიმრებულ იქნა ცემენტის დაფასოებისათვის გამზადებული ათასობით ტომარა, რომლებზეც უკანონოდ იყო გამოყენებული შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ დაცული სასაქონლო ნიშნების იდენტური და მსგავსი ნიშნები. დარღვევის მასშტაბის გათვალისწინებით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

 

ივლისი 10, 2017

კონტრაფაქციასთან ბრძოლა ცემენტის წარმოების სექტორში

     მიმდინარე წლის ივნისის თვეში MGT-სა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით გამოვლინდა და ადმინისტრაციული ღონისძიებები გატარდა ქ. რუსთავში მდებარე ცემენტის მწარმოებელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც […]
მარტი 27, 2017

საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტ სივრცეში

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ დაიწყეს მუშაობა კანონპროექტზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“. დღეისათვის, ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე […]
მარტი 7, 2017

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებები იგეგმება

საქართველოს საპატენტო კანონმდებლობის ევროპის საპატენტო კონვენციასთან და ევროპის ქვეყნების შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით იგეგმება საპატენტო ექსპერტიზის პროცედურული და არსობრივი ცვლილებები. დაგეგმილი ცვლილებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონის მე-12 […]
MGT