Gocha Janelidze

დღეიდან ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმება.

შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული, მათი ევროპული პატენტების ვალიდაცია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) წევრი ქვეყანა. ვალიდირებულ ევროპულ პატენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ექნებათ იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულ პატენტებს.

საქართველოში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ევროპული ან საერთაშორისო განაცხადის ვალიდაციის მოთხოვნა, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან  შეიტანება ამ თარიღის შემდეგ.

იანვარი 15, 2024

ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაშია

დღეიდან ძალაში შევიდა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმება. შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ევროპის საპატენტო […]
ნოემბერი 21, 2023

ტრენინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობდნენ MGT-ის მმართველი პარტნიორები გიორგი თაქთაქიშვილი და ნიკოლოზ გოგილიძე. შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში სასაქონლო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების […]
ოქტომბერი 18, 2023

სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია

ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, MGT-ის გუნდის წევრების აქტიური მონაწილეობით შექმნილი სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის სახელმძღვანელო უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა. MGT-ის თანამშრომლები, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კოლეგებთან EUIPO-დან და […]
ივლისი 24, 2023

MGT „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ მე-7 კონფერენციაზე

2023 წლის 24 ივლისს, ქალაქ ბათუმში, დაიწყო მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტისა“ და […]
MGT