საქართველოს საპატენტო კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაშია

მოცემული ცვლილებებით, შესრულდა საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის გაფორმებული ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების (ვალიდაციის შეთანხმება) ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ვალდებულები.

ცვლილებების თანახმად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ მათი ევროპული პატენტების ვალიდაცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის „ევროპის საპატენტო კონვენციის“ (EPC) წევრი ქვეყანა, ვალიდირებულ ევროპულ პატენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ექნებათ იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულ პატენტებს.

ასევე, მიღებული ცვლილებების მიზანს, საქართველოს საპატენტო კანონის „ევროპის საპატენტო კონვენციასთან“, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასა და „საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან“ (PLT) შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენდა.

კერძოდ, დაზუსტდა პატენტუნარიანობის კრიტერიუმები და გამონაკლისები, ასევე გამომგონებლისა და პატენტმფლობელის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, კანონმა გაითვალისწინა ახალი თავი, რაც არეგულირებს პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტს. კერძოდ, 2025 წლის პირველი იანვრიდან უცხოელი განმცხადებლებისთვის აუცილებელი გახდება საქმისწარმოების წარმართვა საქპატენტში რეგისტრირებული პატენტრწმუნებულის მეშვეობით.

ხოლო, რაც შეეხება ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს, აღნიშნული ცნობილი გახდება ქართულ მხარესა და  EPO-ს შორის გასამართი კონსულტაციების შედეგად.

 

MGT