ახალი ამბები

2023 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება.

ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის მიმდინარეობდა 2012 წლიდან, ხოლო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს ქ. მიუნხენში.

ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად, განმცხადებლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ევროპის საპატენტო უწყების მიერ გაცემული, მათი ევროპული პატენტების ვალიდაცია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) წევრი ქვეყანა, ვალიდირებულ ევროპულ პატენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ექნებათ იგივე იურიდიული ძალა, რაც ქართულ პატენტებს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს საპატენტო კანონში, რაც მიზნად ისახავს ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ვალდებულების შესრულებას. ასევე, საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან და საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან (PLT) შესაბამისობაში მოყვანას.

მაისი 18, 2023

საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება

2023 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება. ევროპული პატენტების ვალიდაციის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები […]
მარტი 25, 2023

სემინარი კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და REACT-ის ორგანიზებით

2023 წლის 09-13 მარტს ქ. დუშანბესა და ქ. ტაშკენტი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და REACT-ის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა პარტნიორმა, გიორგი თაქთაქიშვილმა. […]
იანვარი 17, 2023

კონტრაფაქციასთან ბრძოლის ზომებსა და სასაზღვრო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ტრენინგი

2022 წლის 24 და 26 ოქტომბერს, შესაბამისად, თბილისში და ბათუმში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაიმართა კონტრაფაქციასთან ბრძოლის ზომებსა და სასაზღვრო დაცვის ღონისძიებებთან დაკავშირებული ტრენინგი, რომელიც […]
სექტემბერი 26, 2022

ქ. ალმატიში და ქ. ბიშკეკში კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და REACT-ის ორგანიზებით, სემინარი გაიმართა

2022 წლის 08-14 სექტემბერს ქ. ალმატიში და ქ. ბიშკეკში, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) და REACT-ის ორგანიზებით, გაიმართა სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა პარტნიორმა, გიორგი თაქთაქიშვილმა. […]
MGT